The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სარგის კაკაბაძე

სარგის კაკაბაძე
Date of birth:19 October, 1886
Date of death:2 April, 1967  (at 80 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Historian, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი.

სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი.

1911-1919წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; 1918-1932წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორია-არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1921-1926წწ. საქართველოს ისტორიის არქივის გამგე; 1945-1961წწ. იმავე არქივის ძველი აქტების განყოფილების გამგე; 1924-1934წწ. ხელმძღვანელობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1911-1919წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. გამოქვეყნებული აქვს შრომები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, დამხმარე ისტორიის დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა "ვეფხისტყაოსანი" ვრცელი გამოკვლევებით (1913, 1927), ჩახრუხაძის "თამარიანი" (1937), შავთელის "აბდულმესიანი" (1913, 1937) და "ამირანდარეჯანიანი" (1939). მუშაობდა ეთნოგენეზის, ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმინისტრაციული დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო "საისტორიო მოამბის" (1924-1925, 4 წიგნი), "საისტორიო კრებულის" (1928-1929, 4 წიგნი) რედაქტორი. სარგის კაკაბაძე იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 5.-თბ., 1980.-გვ.323;  ბურუსი - BURUSI : burusi.wordpress.com

Bibliography


Share: