| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერასიმე კალანდარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1861 წელს დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, სადაც 13 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი არა მარტო კარგი მასწავლებელი და გამოცდილი მეთოდისტი იყო, არამედ დროის მოთხოვნილების სიმაღლეზე მდგარი თეორიული ცოდნით აღჭურვილი პედაგოგი და ავტორი რიგი პუბლიცისტური სტატიებისა და პოლემიკური წერილებისა ("დროება", "მნათობი", "კრებული"). "რუსული ენის დაწყებითი პრაქტიკული კურსი ქართველთათვის, შედგენილი გ. კალანდარიშვილის მიერ" პირველად 1866 წელს გამოიცა თბილისში, მეორედ - 1868 წელს. მას შემდეგ ის ავტორის სიცოცხლეში არ გამოცემულა. მისი ხანმოკლე ღვაწლი ერთგვარი სათავე გახდა ქართული პედაგოგიკური აზროვნების იმ მტკიცე მაგისტრალისა, რომელიც შემდეგ იაკობ გოგებაშვილმა გაავლო. იგი სიტყვითა და საქმით ემსახურებოდა სახალხო განათლების დიდ საქმეს. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

