The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ქიქოძე

შალვა ქიქოძე
Date of birth:27 May, 1894
Date of death:7 November, 1921  (at 27 years)
Burial location:ქ. ფრაიბურგი, გერმანია
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა.

1902 წელს შევიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში რუსულიდან თარგმნა და თვითონვე დაასურათა სერ არტურ კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"; 1912 წელს იგი ქმნის ილუსტრაციებს ამირანის თქმულებისათვის. ქართული გიმნაზიის სრული კურსის დამთავრების შემდეგ 1914 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოება" სტიპენდიას უნიშნავს და იგი მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ირიცხება; პარალელურად იგი გამოცდებს აბარებს მოსკოვის "ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების" ინსტიტუტში, თუმცა ორი წლის მანძილზე ვერ ახერხებს აქ მოხვედრას. 1916 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სამხატრო სასწავლებელში ფერწერის ჯგუფში, სადაც მან ორი წელი ისწავლა; 1918 წელს სამშობლოში ბრუნდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. ამავე წლის ბოლოს მას "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" მდივნად ირჩევენ; საქართველოში დაბრუნებული ჟურნალებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს; მისი კარიკატურები იბეჭდებოდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებში "ლახტი", "ეშმაკის მათრახი", ასევე თანამშრომლობდა თეატრალურ ჟურნალებთან "თეატრი და ცხოვრება", "თეატრი და მუსიკა", რუსულენოვან ჟურნალთან "ხელოვნება"; 1918 წელს მხატვარი რეჟისორ გიორგი ჯაბადარის მიწვევით მის მიერ ჩამოყალიბებული სტუდიის სპექტაკლებს აფორმებს. ცნობილია, რომ ქმნის დეკორაციებს ჯაკოსის პიესისათვის "ვითა ფოთლები" და ბრიეს მუსიკალურ დრამისათვის "სარწმუნოება", სამწუხაროდ, დეკორაციები არ შემორჩენილა. 1919 წელს მხატვარი მონაწილეობას იღებს თბილისში "დიდების ტაძარში" გამართულ მასშტაბურ გამოფენაში; 1920 წლის 13 იანვარს "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" მიერ დანიშნული სტიპენდიით შალვა ქიქოძე სხვა ნიჭიერ მხატვრებთან ერთად სასწავლებლად პარიზში მიემგზავრება; 1921 წელს მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი მხატვრების საზოგადოების ყოველწლიურ გამოფენაში. მისი გამოფენები მოეწყო სხვადასხვა გალერეებში: კერძოდ "ლა ლიკორნსა" და "დამოუკიდებელთა სალონში". ა. ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო სათეატრო მუზეუმში დაცულია მოსკოვის თეტრ-კაბარე "ღამურას" ფარდა, რომელიც შ. ქოქიძის მიერ არის მოხატული.

წყარო: burusi.wordpress.com


Share: