შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ჩაჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს(საფორტეპიანო). 1960–1970წწ. იყო კამერულ–ვოკალური მუზიცირების ერთ–ერთი მოთავე საქართველოში; 1962-1977 წწ. და 1991 წლის იანვრიდან მუშაობდა პედაგოგად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(საკონცერტმეისტერო ოსტატობის, კამერული სიმღერისა და კამერული ანსამბლის კლასები), ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტმეისტერად; კონცერტებით გამოდიოდა და აკომპანემენტს უწევდა მ. ამირანაშვილს, ზ. სოტკილავას, ც. ტატიშვილს, ლ. ჭყონიას, ნ. ანდღულაძეს, მ. ქასრაშვილს; 1977 წლიდან მუდმივად თანამშრომლობდა დიდ რუს მომღერლებთან – ე. ობრაზცოვასთან და ი. არხიპოვასთან; მონაწილეობდა(როგორც აკომპანიატორი) ვენიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო(ბარსელონა), მონრეალის, პ. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო(მოსკოვი) კონკურსებში; ლა-სკალას, ლიცეოს, ჰამბურგის, დრეზდენის ოპერის თეატრებში მოღვაწეობდა; ის ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას საზღვარგარეთის ქვეყნებში; 1977 წლიდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 2009 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სექტემბრიდან დაიწყო მუშაობა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორის თანამდებობაზე, საკონცერტმეისტერო დახელოვნების და სოლო სიმღერის(კამერული სიმღერა) კათედრებზე; პიანისტი-კონცერტმაისტერი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 321; http://www.ghn.ge/ ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |