The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ლომია

დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბდების ადგილი: ქ. სანკტ–პეტერბურგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საზოგადოებრივი ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1986წწ. ინტერნატურა გაიარა ს. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში; 1986–1988წწ. იყო კურორტ მენჯის(სენაკის რაიონი) ნევროლოგი; 1988–1991წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. 1991 წლიდან არის პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ–ნევროლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ტვინის იშემიასა და მის მკურნალობას ჟანგბადგადამტანი პერფტორნახშირბადიანი "ხელოვნური სისხლით", მიკროცირკულაციას, სისხლის ზედაპირულ დაჭიმულობასა და მის ცვლილებებს სხვადასხვა დაავადებების დროს; ტიკების, ჰიპერკინეზების, ენაბლუობის და ენურეზის მკურნალობის ახალ მეთოდებს, ნევროლოგიურ სიპტომატიკას ბრონქული ასთმის დროს, ეეგ–კომპიუტერულ ტომოგრაფიას სხვადასხვა დაავადებების დროს(ჰიპეროლანეზები, ენაბლუობა, ენურეზი, ბრონქული ასთმა). იყო 4 დისერტაციის ხელმძღვანელი. მოზრდილთა და ბავშვთა ნევროლოგი, პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერფტორნახშირბადიანი აირგადამტანი სისხლშემცველი პრეპარატის ექსპერიმენტული გამოყენება თავის ტვინის იშემიის დროს", დაიცვა 1993 წლის 29 სექტემბერს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.174

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ს. ყიფშიძის სახელობის თბილისის ნევროლოგიური, ფიზიოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • ევროპის ნევროლოგიური საზოგადოება , წევრი
  • მსოფლიო ნევროლოგიური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგიური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პედიატრიული საზოგადოება, წევრი

გააზიარე: