Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ლომია![]()
Biographyდაბდების ადგილი: ქ. სანკტ–პეტერბურგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საზოგადოებრივი ფაკულტეტი 1985 წელს. 1985–1986წწ. ინტერნატურა გაიარა ს. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში; 1986–1988წწ. იყო კურორტ მენჯის(სენაკის რაიონი) ნევროლოგი; 1988–1991წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. 1991 წლიდან არის პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ–ნევროლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ტვინის იშემიასა და მის მკურნალობას ჟანგბადგადამტანი პერფტორნახშირბადიანი "ხელოვნური სისხლით", მიკროცირკულაციას, სისხლის ზედაპირულ დაჭიმულობასა და მის ცვლილებებს სხვადასხვა დაავადებების დროს; ტიკების, ჰიპერკინეზების, ენაბლუობის და ენურეზის მკურნალობის ახალ მეთოდებს, ნევროლოგიურ სიპტომატიკას ბრონქული ასთმის დროს, ეეგ–კომპიუტერულ ტომოგრაფიას სხვადასხვა დაავადებების დროს(ჰიპეროლანეზები, ენაბლუობა, ენურეზი, ბრონქული ასთმა). იყო 4 დისერტაციის ხელმძღვანელი. მოზრდილთა და ბავშვთა ნევროლოგი, პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერფტორნახშირბადიანი აირგადამტანი სისხლშემცველი პრეპარატის ექსპერიმენტული გამოყენება თავის ტვინის იშემიის დროს", დაიცვა 1993 წლის 29 სექტემბერს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.174 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |