The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ კაპანაძე

იასონ კაპანაძე
სხვა სახელი:თავბერა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1857
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1931  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ბოსლევი, შორაპნის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1876 წელს.

ოჯახის ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო, ჩააბარა გამოცდები მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად, გაიარა მოკლევადიანი პედაგოგიური პრაქტიკა ხონში და 1876 წლიდან სოფელ საჭილაოში, მარნის დაწყებით სკოლაში პედაგოგად დაიწყო  მუშაობა, სადაც 22 წელი მუშაობდა. მისი თაოსნობითა და იაკობ გოგებაშვილის დახმარებით სკოლასთან ქართული წიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა შეიქმნა და სკოლა ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა. ავადმყოფობის გამო იძულებული იყო სოფელ ნიკორწმინდაში გადასულყო მასწავლებლად; ერთი წლის შემდედგ იგი სოფელ კიცხის სკოლაში გადაიყვანეს; 1901 წელს მან სოფელ ბოსლევში დაწყებითი სკოლა დააარსა და თვითონ ჩაუდგა მას სათავეში. მალე სკოლა სოფლის ძირითად კულტურულ კერად გადაიქცა. მისი მოღვაწეობის შედეგად სოფელ ბოსლევში დაარსდა სხვადასხვა კულტურული დაწესებულება. 30 წელი იმუშავა ბოსლევის სკოლაში, რომელიც მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა პერიოდში შვიდწლიან სკოლად გადაიქცა. პრაქტიკულ-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მუშაობის გარდა იგი ნაყოფიერ ლიტერატრულ მუშაობასაც ეწეოდა ჩვენს პრესაში, მისი საყურადღებო წერილები იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. როგორც მოწინავე სახალხო მასწავლებლმა და საზოგადო მოღვაწემ, საპატიო ადგილი დაიკავა საქართველოში სახალხო განათლების განვითარებისა და პედაგოგიური აზროვნების ისტორიაში.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net


გააზიარე: