The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჩიჯავაძე

ალექსანდრე ჩიჯავაძე
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1917
გარდაცვ. თარიღი:10 ნოემბერი, 1971  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახლმწიფო კონსერვატორია 1945 წელს(ვიოლონჩელოს სპეციალობით).

სწავლობდა თბილისში პროფესორ კ. მინიართან, შემდგომ, კი მოსკოვის კონსერვატორიაში; იყო პირველი ქართველი მუსიკოსი–ლაურეატი, ქართული საშემსრულებლო სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 1950–1952წწ. იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1952 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1964–1971წწ. მივლინებული იყო ქ. კაიროს კონსერვატორიაში ეროვნული კადრების მოსამზადებლად (ჩელოს კლასი); იყო მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსების ლაურეატი (1935, 1937). მის პატივსაცემად ქ. კაიროს კონსერვატორიაში გაკრულია მემორიალური დაფა.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 322; მამულიშვილთა სავანე.-თბ., 1994.-გვ. 383

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: