The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადეჟდა ცომაია

ნადეჟდა ცომაია
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1904
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 1973  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1929 წელს.

1929 წელს ახალგაზრდა მომღერალი ჩარიცხეს ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის დასში და მალე წამყვანი პარტიები შეასრულამომღერლის საყოველთაო აღიარებას მოწმობდა ის, რომ იგი 1935–1937წწ. მიიწვიეს ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში; 1937–1960წწ. იგი კვლავ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მღეროდა; მას ჰქონდა ლამაზი ტემბრის სრული დიაპაზონის ხმა (მეცო–სოპრანო); მის მიერ შესრულებული პარტიებია: ნანო (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), დარეჯანი (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), ბარბალე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), მართა (მუსორგსკის "ხოვანშჩინა"), ამნერისი, აზუჩენა  (ვერდის "აიდა", "ტრუბადური"), კარმენი (ბიზეს "კარმენი"); 1960 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 325

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: