შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1964–1966წწ. სწავლობდა ცელინოგრადის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1977–1986წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი; 1986–1991წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპრდევტიკის კათედრის ასისტენტი; 1995–1998წწ. ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის საოჯახო მედიცინის ამბულატორიის ხელმძღვანელი. 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ადამიანის ანატომიის კათედრის დოცენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის ნორმებს ექსპერიმენტისა და პათოლოგიის პირობებში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "Вены сердца при экспериментальном инфаркте миокарда"("Мецниереба", 1976), "Миокард и легкое при экспериментальных пороках сердца и сосудов"("Мецниереба", 1981), "Локальная ишемия сердца при гипертрофии миокарда"("Мецниереба", 1989). არის დიდი ოქტომბრის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ სსრკ ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებული ანატომიაში(1977), სსრკ აჰე–ს საზოგადოების ახალგაზრდა მეცნიერ–მორფოლოგთა კონკურსის გამარჯვებული(1978), ფლობს საავტორო მოწმობას №1793456 "მიოკარდიუმის ინფარქტის მოდელირების მეთოდი"(1992). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა–"გულის ვენები მიოკარდიუმის ექსპერიმენტული ინფარქტის დროს", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.175 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |