The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ წერეთელი

თამარ წერეთელი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1900
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 1968  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი.

1917 წელს ქუთაისში დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის კონსერვატორიაში, მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია; 1923 წელს გაემგზავრა მოსკოვში სადაც კონსერვატორიის მცირე დარბაზში ტრიუმფალურად დაიწყო კარიერა, სადაც ორმოცი წლის განმავლობაში იდგა; ხავერდოვანი ტემბრის დაბალი ხმა ჰქონდა(კონტრალტო)1920 წლიდან დაიწყო საკონცერტო მოღვაწეობა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად; ის ითვლებოდა ბოშური სიმღერების უბადლო შემსრულებლად, რომანსების გარდა რეპერტუარში ჰქონდა ქართული ხალხური სიმღერები და საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებებიც; მომღერლის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ცნობილმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ბ. პროზოროვსკიმ, რომლის შესანიშნავ რომანსებს "ქარავანი", "დამიბრუნდი" უბადლოდ ასრულებდა. საესტრადო ხელოვნების გამოჩენილი ოსტატი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ.326

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: