შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელიტონ კელენჯერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტაბაკინი, შორაპნის მაზრა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1890 წელს; კიევის სასულიერო აკადემია 1894 წელს. 1894-1895წწ. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის ახალგახსნილ სემინარიაში, ქართულის გარდა ასწავლიდა ისტორიას, მათემატიკასა და საღმრთო წერილს. ამავე დროს, იგი აირჩიეს სემინარიის საბჭოს მდივნად. 1898 წლიდან ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან გაიხსნა ე. წ. სანიმუშო სკოლა, რომლის გახსნასა და მოწყობა-გამართვაში მას გარკვეული ღვაწლი მიუძღვის; 1903 წელს იგი აირჩიეს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს წევრად და მალე დანიშნეს საღვთო სჯულის მასწავლებლად ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში; 1905 წელს სინოდმა იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანამდებობიდან გაანთავისუფლა; 1907-1917წწ. იგი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა; 1917-1922წწ. იყო ქუთაისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი; 1932 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა ტიპის სკოლებში; ქუთაისში კითხულობდა საჯარო ლექციებს, მონაწილეობდა გასამართლება-დისპუტებში, კითხულობდა მოხსენებებს ქართული ენის მასწავლებლებთან; 1932 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და რამდენიმე თვე მუშაობდა მთარგმნელად საქართველოს სსრ განათლების კომისარიატის მეთოდ-სექტორში. ამის შემდეგ მას აღარ უმსახურია; 1934-1936წწ. საქართველოს სსრ პედაგოგიკის ინსტიტუტის დავალებით იგი მუშაობდა ქართული პედაგოგიკის ისტორიის საკითხებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ. 462; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |