The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელიტონ კელენჯერიძე

მელიტონ კელენჯერიძე
Date of birth:5 February, 1864
Date of death:15 August, 1942  (at 78 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Writer, Educator, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი ტაბაკინი, შორაპნის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1890 წელს; კიევის სასულიერო აკადემია 1894 წელს.

1894-1895წწ. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის ახალგახსნილ სემინარიაში, ქართულის გარდა ასწავლიდა ისტორიას, მათემატიკასა და საღმრთო წერილს. ამავე დროს, იგი აირჩიეს სემინარიის საბჭოს მდივნად. 1898 წლიდან ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან გაიხსნა ე. წ. სანიმუშო სკოლა, რომლის გახსნასა და მოწყობა-გამართვაში მას გარკვეული ღვაწლი მიუძღვის; 1903 წელს იგი აირჩიეს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს წევრად და მალე დანიშნეს საღვთო სჯულის მასწავლებლად ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში; 1905 წელს სინოდმა იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანამდებობიდან გაანთავისუფლა; 1907-1917წწ. იგი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა; 1917-1922წწ. იყო ქუთაისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი; 1932 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა ტიპის სკოლებში; ქუთაისში კითხულობდა საჯარო ლექციებს, მონაწილეობდა გასამართლება-დისპუტებში, კითხულობდა მოხსენებებს ქართული ენის მასწავლებლებთან; 1932 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და რამდენიმე თვე მუშაობდა მთარგმნელად საქართველოს სსრ განათლების კომისარიატის მეთოდ-სექტორში. ამის შემდეგ მას აღარ უმსახურია; 1934-1936წწ. საქართველოს სსრ პედაგოგიკის ინსტიტუტის დავალებით იგი მუშაობდა ქართული პედაგოგიკის ისტორიის საკითხებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ. 462; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქუთაისის მწერალთა ორგანიზაცია, წევრი (1918-1931)

Bibliography


Share: