The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ქუმსიშვილი

ვლადიმერ ქუმსიშვილი
Date of birth:7 April, 1903
Date of death:1980  (at 76 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი აგრონომ-ზოოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1929 წელს.

1929 წელს მუშობა დაიწყო მიწსახკომის საქართველოს ცენტრალურ ზოოტექნიკურ საცდელ სადგურში; 1931-1933წწ. ამიერკავკასიის მეღორეობის ზონალურ საცდელ სადგურში(სენაკი) დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში და მომშენებლობის განყოფილების გამგედ; 1934-1936წწ. ამიერკავკასიის მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცხვარეობა-მეთხეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 1936-1941წწ. მუშობს აზერბაიჯანის მეცხოველეობის საცდელ სადგურში წვრილფეხა მეცხოველეობის განყოფილების გამგედ; 1942-1949წწ.(წყვეტილობით) დმანისის რაიონის ბაშკიჩეთის სანაშენე მეურნეობაში ფერმის გამგის, ზოოტექნიკოსის, სელექციონერის და უფროსი ზოოტექნიკოსის თანამდებობაზე; 1949 წლიდან საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრაზე მიჰყავს მატყლმცოდნეობის კურსი ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე, 1959 წლიდან შეთავსებით მუშობს დეკანის მოადგილედ; 1963-1968წწ. ზოოვეტერინალური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ხოლო 1968-1976წწ. მატყლმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა მეთხეობის, მეცხვარეობის, მატყლმცოდნეობის, მეძროხეობის, მეღორეობის, მებოცვრეობის და სხვა საკითხები. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის და სამი სახელმძღვანელოს ავტორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1950), ზოოტექნიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანგორის თხის ახალი აზერბაიჯანული სამატყლე-მეხორცული-მერძეული ტიპის შექმნისთვის", დაიცვა 1948 წელს.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.172

Bibliography


Share: