The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ბუჩუკური

ალექსი ბუჩუკური
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1907
გარდაცვ. თარიღი:1988  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვეშეთი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომ-ზოოტექნიკოსის სპეციალობით 1930 წელს.

1932-1934წწ. მუშაობას იწყებს ბოგდანოვკის რაიონის მეურნეობის დირექტორის მოადგილედ, ხოლო შემდეგ თბილისში ტრესტის განყოფილების გამგედ; 1934-1938წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის წარმოების ორგანიზაციის კათედრის ასისტენტი, 1938-1940წწ. დოცენტი და კათედრის გამგეა; 1940-1945წწ. კვლავ წარმოებაშია და მუშობს ხელმძღვანელ პასუხსაგებ თანამდებობებზე, ხოლო1945-1948წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია; 1949-1972წწ. ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის გამგე, 1972-1988წწ. ამავე კათედრის დოცენტი. არის 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის აქტუალურ საკითხებს, მეცხოველეობის დარგების ეკონომიკა-ორგანიზაციის საკითხებს, საქართველოს მომთაბარე მეცხვარეობის სრულყოფას, ჩრდილოეთ კავკასიის ზამთრის საძოვრების ეფექტურ გამოყენებას და სხვ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი(1949), ზოოტექნიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს მეცხოველეობის ეკონოკა-ორგანიზაციის საკითხები", დაიცვა 1946 წელს.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.174


გააზიარე: