შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯორჯიკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტი 1935 წელს. მუშობა დაიწყო საქართველოს განსახკომის ზოობიოლოგიურ საცდელ სადგურში; 1936-1938წწ. სწავლობს ზოოვეტინსტიტუტის ასპირანტურაში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრაზე, 1946 წლიდან ამავე კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე, 1948 წლიდან კათედრის გამგეა, ხოლო 1978-1990წწ. კათედრის დოცენტია, უკითხავდა ლექციებს ზოოტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს გენეტიკის და ცხოველთა მომშენებლობის საკითხებზე; 1951-1951წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სასწავლო-სამეცნიერო მუშობის დარგში; მისი მეცნიერული ნაშრომები ეძღვნება ადგილობრივი ხევსურული საქონლის შესწავლას, ცხოველთა გენეტიკის და სელექციის საკითხებს. არის 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის, გენეტიკისა და მომშენებლობის ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი აქვს გენეტიკის, მომშენებლობის და ევოლუციის მოძღვრების სამი სახელმძღვანელო. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი(1948), ზოოტექნიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული მთის საქონლის ზრდისათვის", დაიცვა 1939 წელს. წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.176 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |