The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიპე კვაშალი

დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1965  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომ-ზოოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს.

1936-1940წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ცხოველთა კვების და საკვებთა ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1940-1945წწ. მუშობს პრაქტიკულ სამუშოზე წარმოებაში; 1945 წლიდან ზემოაღნიშნული განყოფილების გამგეა. მისი მეცნიერული ნაშრომები ეძღვნება ცხოველთა კვების საკითხებს, თუთის აბრეშუმხვევიას ჭუპრების ღორის და ფრინველის კვებაში გამოყენებას, დასავლეთ საქართველოს მომთაბარე მეღორეობის განვითარებას და სხვ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1935 წელს, ზოოტექნიკოსი.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.177

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: