შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ლორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1972–1973წწ. გაიარა ინტერნატურა პათომორფოლოგიის, 1990 წელს მეანობა–გინეკოლოგიის სპეციალობით; 1973 წელს მუშაობდა ტყიბულის საავადმყოფოში პათოლოგანატომად. 1974 წლიდან არის აკადემიკოს ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნაყოფის ქალა–ტვინის სტრუქტურულ თავისებურებებს, ნაყოფის თანდაყოლილი მანკებისა და სამშობიარო ტრამვატიზმის საკითხებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ნაყოფისა და ახალშობილის ქალასარქველის შენების თავისებურებანი და მათი მნიშვნელობა მეანობისათვის", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.176
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |