The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პოლიევქტო კვიცარიძე

პოლიევქტო კვიცარიძე
Other name:პოლიო ყვიცარიძე
Date of birth:1849
Date of death:19 January, 1904  (at 55 years)
Burial location:თბილისი
Category:Writer, Educator, Public Man

Biography

საშუალო განათლების მიღების შემდეგ შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრება ვერ მოახერხა სხვადასხვა მიზეზის გამო. დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ქუთაისში. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, აღსანიშნავია მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1902 წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამსახურს. მთელ საქართველოში დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა. მას კარგად იცნობდნენ, როგორც ქართული ენის საუკეთესო მცოდნეს და საზოგადო მოღვაწეს. როგორც მკვლევარსა და ლიტერატორს, ბევრი წერილი აქვს მოთავსებული "დროებაში", "იმედში", ჟურნალ "ივერიაში", "თეატრში", "ნობათსა" და სხვ. წერდა ლექსებს. დიდი შრომა მიუძღვის ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების საქმეში. მისი ინიციატივით და ხელისშეწყობით ქუთაისში დაარსდა საზოგადოება "წიგნების გამავრცელებელი ქუთათური ამხანაგობა“. იგი ამ საზოგადოების სარედაქციო კომისიის მუდმივი წევრი იყო. დიდი როლი შეასრულა ხალხში წიგნების გავრცელების საქმეში. 

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.667

Member of Organizations

  • წიგნების გამავრცელებელი ქუთათური ამხანაგობა, წევრი

Bibliography


Share: