The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ჭიაურელი

ბორის ჭიაურელი
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1916
გარდაცვ. თარიღი:24 ივნისი, 2001  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ავლევი, გორის რაიონი.

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს(სავიოლინო).

1943 წლიდან მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად, 1954–1958წწ. იყო პრორექტორი, 1964 წლიდან პროფესორი და კამერული ანსამბლის კათედრის გამგე; მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში საკვარტეტო საშემსრულებლო ხელოვნების ჩამოყალიბება, მისი საერთაშორისო აღიარება და მყარი პროფესიული პედაგოგიური ტრადიციების შექმნა თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრაზე; 1944–1967წწ. იყო სახელმწიფო კვარტეტის ხელმძღვანელი და წევრი(I ვიოლინო); გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ; მისმა ხანგრძლივმა და ნაყოფიერმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 329; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.338

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1950 - პრაღის საერთაშორისო კონკურსი, II პრემია

გააზიარე: