The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კუბლაშვილი

დავით კუბლაშვილი
Date of birth:3 March, 1860
Date of death:10 March, 1933  (at 73 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო კრიხი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1879 წელს. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1883 წელს სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა დეკანოზი პავლე ჩუდეცკი, რომელიც ცნობილი იყო თავისი დაუნდობლობით. მან სემინარიაში სასტიკი რეჟიმი შემოიღო. რექტორმა მაშინ მიუსწრო დავითს, როდესაც იგი ნეკრასოვის ბიოგრაფიას კითხულობდა. 1885 წელს იგი სემინარიიდან "მგლის ბილეთით" გარიცხეს. ორი წელი ეძებდა სამსახურს, ბოლოს გორში მოეწყო კერძო მაწავლებლად. 1889 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმში, როტშილდის კანტორაში. 1896 წელს ჩავიდა სოფელ ნიკორწმინდაში, იყიდა პატარა სახლი, გააკეთა ორი გრძელი მერხი, მოუყარა თავი თხუთმეტამდე ბავშვს და გახსნა სკოლა. მისმა სკოლამ ექვსი წელი იარსება; 1902 წელს იგი სამრევლო სკოლად გადაკეთდა და დირექტორად დანიშნეს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1912 წელს ააშენეს ნიკორწმინდის სასკოლო შენობა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ შენობაში გაიხსნა შვიდწლიანი სკოლა, 1934 წელს - საშუალო სკოლა. მისი ინიციატივით სოფელ ნიკორწმინდაში გაიხსნა კოოპერატივი "ყაირათი". 1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების დახმარებით და მისი დამსახურებით გაიხსნა სამიკითხველო, მან სამკითხველოს 300-მდე წიგნი შეწირა, შვიდი წლის განმავლობაში მისი გამგე და ხაზინადარი, გამგეობის თავმჯდომარე და მზრუნველი იყო; მის სახელთანაა დაკავშირებული ნიკორწმინდაში საფოსტო განყოფილების დაარსებაც.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.219

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Share: