The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან მაზმანიშვილი

Date of birth:12 August, 1944  (79 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1967 წელს.

1967–1968წწ. იყო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების პედიატრი, 1968–1972წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკო–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი, 1972–1986წწ. ამავე ინსტიტუტის კვებისა და ჰიგიენური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1986 წლიდან განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წლიდან შეთავსებით მუშაობდა საერო ინსტიტუტ "გაენათში" პედიატრიული ფაკულტეტის დოცენტად. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება ჯანმრთელ და ავადმყოფ ბავშვთა კვების პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ბავშვთა კვება"(1992, "წიქარა", თბილისი), "ჯანმრთელი და ავადმყოფი ბავშვთა კვება"(1993, "ელიტა"(ფირმა "ვესტა"). ფლობს ორ საავტორო მოწმობას №991632(02), №1111277(83). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე 15 მეთოდური წერილი, 5 ბროშურა, საჟურნალო და საგაზეთო სტატიები. კონსულტაციებს უწევს ორდინატორებს, ინტერნებსა და სამუშაო ადგილზე მივლინებულ ექიმებს. მიღებული აქვს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექციის მადლობა , ინსტიტუტის პრემიები სამეცნიერო შრომებისათვის(1990–1992). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "C ვიტამინით გამდიდრებული ფერმენტირებული რძის მჟავე პროდუქტის კლინიკური შეფასება ჩვილ ბავშვთა კვებაში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.177

Member of Organizations

  • პედიატრიის ინსტიტუტის ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პედიატრიული საზოგადოება, წევრი

Share: