The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადეჟდა ხარაძე

ნადეჟდა ხარაძე
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1999  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს.

1936–1962წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შესანიშნავი სცენური გარეგნობის, ლამაზი ტემბრის ხმის (ლირიულ–კოლორატურული სოპრანო) და სამსახიობო ნიჭის წყალობით მან შექმნა არაერთი ვოკალურ–სცენური სახე კლასიკურ ოპერებში, აგრეთვე ოპერეტებში; განსაკურრებით აღსანიშნვია: მარო. მარიხი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ქეთო (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), თინათინი (შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), ცირა (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), იოლანტა(პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა"), ვიოლეტა(ჯ. ვერდის "ტრავიატა"), მიუზეტა(ჯ. პუჩინის "ბოჰემა"), მარგარიტა (ჯ. მეიერბერის "ჰუგენოტები"), პერიკოლა (ჟ. ოფენბახის "პერიკოლა"); 1960 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1976 წლიდან პროფესორი; გადაღებულია მხატვრულ ფილმში "აურზაური სალხინეთში" (1975); იგი ქართული საოპერო სცენის ოსტატთა მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც თავისი თაობის მომღერლებთან - ნადეჟდა ცომაიასთან, პეტრე ამირანაშვილთან, მერი ნაკაშიძესთან, ნიკო ქუმსიაშვილთან, დავით ანდღულაძესა და დავით გამრეკელთან ერთად ქართულ ვოკალური ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანა.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 332; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.366

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ეროვნული საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1946 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: