Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოტიო ლოლუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვალონი, ზუგდიდის მაზრა. დაამთავრა ქ. ბათუმის კერძო სასწავლებელი 1889 წელს. დაბრუნდა ფოთში და კერძო სამკერვალო დააარსა; თავის გარშემო ათამდე ქალი შემოიკრიბა და შეიქმნა ერთგვარი ამხანაგური კოლექტივი; 1897 წლიდან თავისი სახელოსნო გარდაქმნა კერძო პროფესიულ ექვსთვიან კურსებად, რისთვისაც მას შესაფერისი დიპლომი მოსთხოვეს. მეგობრების დახმარებითა და თავის სახელოსნოში შეგროვილი მცირე თანხით იგი გაემგზავრა თბილისში, სადაც ექვსი თვის მეცადინეობის შემდეგ მიიღო დიპლომი და ფოთში დაბრუნდა. სკოლა თანდათან ფართოვდებოდა და საბოლოოდ მიენიჭა "ნოტიო ლოლუას პროფესიული კერძო სასწავლებლის" სახელწოდება. 1907 წლიდან აქ ისწავლებოდა ჭრა-კერვა, ხატვა-ხაზვა, ქსოვა, აგრეთვე გამოჩენილ მხატვართა, ხუროთმოძღვართა და მოქანდაკეთა ნაწარმოებების ოქრომკერდით ამოქარგვა და ამოქსოვა; ამავე დროს ისწავლებოდა ქართული ენა და ლიტერატურა, არითმეტიკა, სამოქალაქო ისტორია, რუსული ენა და ლიტერატურა, გალობა-სიმღერა და საღვთო ისტორია. 1921 წლიდან "ნოტიოს სკოლას" კარგი შენობა შეურჩიეს და ის საქალაქო-საფაბრიკო სკოლად გადააკეთეს. მის მიერ შექმნილი მრავალი ძვირფასი და უნიკალური ექსპონატი ამჟამად დაცულია ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.411 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |