შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოჩა-ჩიხაიში, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1872 წელს. ქუთაისში დაბრუნებულმა დაიწყო ბრძოლა ქართული თეატრის აღორძინებისათვის. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის საქმიანობაში, მატერიალურად არაერთხელ დახმარებია კერძო გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებს; იყო ქუთაისის საბჭოს ხმოსანი კეპუტატი და ქალაქის თავის მოადგილე. საკუთარი ბიბლიოთეკის ფონდი უანგაროდ გადასცა ქალაქის გამგეობას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის შექმნას. მთარგმნელის, მსახიობისა საზოგადე მოღვაწის ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძის მეუღლე. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |