შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მამამთავრიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977–1978წწ. იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1978–1980წწ. მიზნობრივი ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში, საკავშირო კლინიკურ და ექსპერიმენტულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, 1983 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტში მიზნობრივი ასპირანტურა. 1984 წელს მუშაობდა თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გასტრო–ენტეროლოგიურ განყოფილებაში უფროს ლაბორანტად, 1994 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1987–1991წწ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მივლინებული იყო საკავშირო–სამეცნიერო ქირურგიის ცენტრის ღვიძლის, სანაღვლე გზების და პანკრეასის ქირურგიის განყოფილებაში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის საკითხებს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქირურგიის სპეციალობით სამედიცინო ინსტიტუტ – "მედიკოსში", სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას–პედიატრიის ინსტიტუტში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქრონიკული ჰეპატიტის ქირურგიული მკურნალობის ასპექტები", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.181
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |