შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხახანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს, პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1935 წელს(საგუნდო–სადირიჟორო). 1935 წელს მისი ინიციატივით ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიხსნა საგუნდო–სადირიჟორო განყოფილება, 1948 წლიდან ის უკვე იყო საგუნდო–სადირიჟორო კათედრის გამგე; შემდეგ წლებში გაიხსნა სამუსიკო სასწავლებლებისა და ცენტრალური სამუსიკო სკოლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილებები; 1939–1943წწ. იყო საქართველოს რადიოკომიტეტთან არსებული საგუნდო კაპელის მთავარი ლოტბარი, 1947–1952წწ. საქართველოს სახელმწიფო კაპელის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი მოწაფეები იყვნენ: ვ. ფალიაშვილი, ა. კავსაძე, გ. ბაქრაძე, ჯ. კახიძე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 333 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |