Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არამ ხაჩატურიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თავდაპირველი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვში, გნესინების სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1929 წელს, შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში(1934). დიდი წარმატება ხვდა მის პირველ სიმფონიას(1934), ფართო აღიარება მოუპოვა მას საფორტეპიანო(1936) და განსაკუთრებით სავიოლინო(1940) კონცერტებმა; ომის წლებში მან შექმნა ცნობილი ნაწარმოებები: მე–2 სიმფონია(1943), ბალეტი "გაიანე"(1942), ხოლო შემდგომ წლებში – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის(1946), ბალეტი "სპარტაკი"(1954); 60–იან წლებში დაწერა კონცერტ–რაფსოდიები ვიოლინოს(1961), ჩელოსა(1963) და ფორტეპიანოსათვის(1968); მას დაწერილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა(ლერმონტოვის "მასკარადი", აქედან ცნობილია "ვალსი") და კინოფილმებისათვის("პეპო"); მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფერთა სიუხვით, ემოციურობით, მუსიკალური ენის თვითმყოფობით; სომხურ ხალხურ მუსიკასთან ერთად მის მუსიკაზე გავლენა იქონია თბილისურმა ქალაქურმა ფოლკლორმა; სერგეი პროკოფიევთან და დიმიტრი შოსტაკოვიჩთან ერთად საბჭოთა მუსიკის ერთ-ერთ "ტიტანად" მიიჩნევა; 1950 წლიდან ასწავლიდა მოსკოვის კონსერვატორიაში და გნესინების სახელობის ინსტიტუტში, 1951 წლიდან იყო პროფესორი; მისი აღზრდილები არიან: ა. ეშპაი, ე. ოგანესიანი, მ. ტარივერდიევი, ნ. გაბუნია, ა. ვიერუ(რუმინეთი); მან დიდი გავლენა მოახდინა სომეხი და "საბჭოთა აღმოსავლეთის" კომპოზიტორების შემოქმედებაზე; არაერთგზის აქვს გამართული საავტორო კონცერტები თბილისში; საზოგადო მოღვაწე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ.333 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |