The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო მაისურაძე

დაბადების თარიღი:7 მარტი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი, 1973–1959წწ. ასისტენტი, 1958–1963წწ. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერ–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, 1963–1982წწ. პათოფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1982 წელს რეპროდუქციული ორგანოების ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი, დიპლომის შემდგომი განათლების სახ. სამედიცინო აკადემიის რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 130–მდე სამეცნიერო ნაშრომისა. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "საჭმლის მომნელებელი ორგანოების სარეგულაციო მექანიზმების შესწავლა, რეპროდუქციული ორგანოების ფიზიოლოგიის და პათოლოგიის მექანიზმების დადგენა", "ნაყოფიერების საკითხები ექსპერიმენტული დიაბეტის, ათეროსკლეროზის და ჰეპატიტების დროს", 1979; "საერთაშორისო ანატომიური ნომენკლატურა", 19790; "ენდოკრინული სისტემის ფიზიოლოგია"(სახელმძღვანელო), 1991; ხელმძრვანელობდა დისერტანტებსა და ასპირანტებს.  ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერ–კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე.  ფიზიოლოგი, პათოფიზიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, რეპროდუქტოლოგიის დარგის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "კუჭის სეკრეციული ფუნქციის ნეირო–ენდოკრინული რეგულაციის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "რეპროდუქციული ფუნქციის  ნეირო–ენდოკრინული რეგულაციის საკითხები", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.178; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.203

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო და სოციოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1998-)
  • სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)
  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: