The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ხუროძე

ზაქარია ხუროძე
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1925
გარდაცვ. თარიღი:18 იანვარი, 2005  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1948 წელს (კლარნეტისა და მუსიკის თეორიის განხრით).

1946–1948წწ. მუშაობდა სიმფონიურ ორკესტრში როგორც კლარნეტისტი; 1952–1954წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორ–ასისტენტი, 1959–1973წწ. მთავარი დირიჟორი; 1952–1959წწ. და 1978 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1954–1959წწ. საქართველოს რადიოსა და ტელევზიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1976 წლიდან იყო პროფესორი; მისი რეპერტუარი შეიცავდა მსოფლიო მუსიკალური კლასიკის მრავალ ნიმუშს; იგი ქართველი კომპოზიტორების ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; ავტორია წიგნისა: "შ. მშველიძის "ზვიადაურის" საშემსრულებლო ექსპოზიცია (1978).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 335; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.335

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისა და განსაკუთრებული მოღვაწეობისათვის
  • 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: