The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა მაისურაძე

პაატა მაისურაძე
Date of birth:14 January, 1954  (72 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1976–1977წწ. მუშაობდა ფერშლად ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის  განყოფილებაში; 1977–1978წწ. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში; 1979 წელს იყო ადიგენის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგ–ორდინატორი, 1982–1984წწ. განყოფილების გამგე; 1984–1991წწ. ახალციხის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, 1991–1995წწ. ამავე გაერთიანების მთავარი ექიმი; 1995 წლის აგვისტოდან იყო ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მუცლის ღრუს, დიდი და მცირე ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპიას. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუცლისა და ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპია", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.178; მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.224-225


Share: