The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე ლორთქიფანიძე

კირილე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1839
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 1919  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, კალიგრაფი, კრიტიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი დიხაშხო, ქუთაისის მაზრა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პერეტბურგში გაემგზავრა სასწავლებლად. უგამოცდოდ ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1861 წელს  მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებისთვის, სხვა სტუდენტებთან ერთად დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1864  წელს პეტერბურგში გამოსცა ქართული ლექსების პირველი კრებული, "ჩონგური", სამწერლო ასპარეზზე თერგდალეულებთან ერთად გამოვიდა, მაგრამ, როდესაც 1866 წელს ახალგაზრდობის სახით უფრო რადიკალური ჯგუფი გამოვლინდა, იგი მისი აქტიური წევრი გახდა. 1873–1874წწ. იყო "დროების" რედაქტორი; 1878-1907წწ. სისტემატიურად ირჩევდნენ ქუთაისის  ქალაქის ხმოსნად. ცნობილია, რომ 1883 წლის "ვეფხისტყაოსნის" მეშვიდე გამოცემა მის მიერაა რედაქტირებული; მასვე განუზრახავს მისი გასცენიურებაც, პოემის სიუჟეტი ექვს სურათად დაყო; აღსანიშნავია მისი მატერიალური მხარდაჭერა "ვეფხისტყაოსნის" გერმანულად თარგმნაში; 1894-1904წწ. იყო ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი. მან, ერთ–ერთმა  პირველმა გაათავისუფლა თავისი ყმები მიწიანად; მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებს; წერდა ლექსებს, მოთხრობებს, კრიტიკული და თეორიული ხასიათის სტატიებს; კილოკავაზე თარგმნიდა უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს; სხვა მოღვაწეებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქუთაისში ქართული გიმნაზიის დაარსებას. მან სიცოცხლეშივე გადასცა ქუთაისის საეთნოგრაფიო საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა და არქივი; შექმნა ახალი ქართული საბეჭდი შრიფტი, რომელსაც მისი სახელი ქვია. 

წყარო: მწვანეყვავილა: mwvanekvavila.blogspot.com


გააზიარე: