Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ზდანოვიჩი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1871 წელს. იმავე წელს იგი პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, ხოლო 1873 წელს სასწავლებელად პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემიაში გადავიდა ქირურგიის საფუძვლიანად დაუფლების მიზნით. 1874 წელს მოსკოვში მიემგზავრება; 1875 წელს რევოლუციური მოღვაწეობისათვის დააპატიმრეს; 1877 წელს სხვებთან ერთად "50-ის" პროცესზე გაასამართლეს და მიუსაჯეს ციმბირში გადასახლება 6 წლითა და 8 თვით; 1886 წელიდან ცხოვრობდა ტომსკში და ხელმძღვანელობდა "სიბირსკაია გაზეტას"; 1889 წელს დაბრუნდა საქართველოში და ქუთაისში დასახლდა. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მწერლები და მოღვაწეები; მისი სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული საქვეყნოდ განთქმული ჭიათურის მარგანეცის მრეწველობასთან; დაინტერესებული იყო ქვეყნის სამეურვეო ცხოვრების გაუმჯობესებით, რაც ქართველი ხალხის სოციალურ და ეროვნული განვითარების ქვაკუთხედად მიაჩნდა; იყო მარგანეცის მრეწველთა წარმომადგენლობითი ორგანოს ყრილობის დაარსების ინიციატორი და ამ საქმის ორგანიზატორი; 1896-1917წწ. ყრილობის უცვლელი ხელმძღვანელი; იმ პერიოდში არ ყოფილა ჭიათურაში არცერთი ღნისძიება რომელშიც იგი არ იღებდა მონაწილეობას, აკეთებდა ქუჩებს, გზებს, ხიდებს, მუშათა თეატრებს, სასადილოს, ბიბლიოთეკებს, აბანოს, წყალსადენებს, საკანალიზაციო სისტემებს და სხვა. აგებული იქნა მცირე ელექტრო სადგური და 1907 წლიდან ჭიათურის მოსახლეობა ელექტრო განათებით სარგებლობდა; გაყვანილი იქნა სატელეფონო ხაზები; 1897 წელს ჭიათურაში გაიხსნა საექიმო პუნქტი აფთიაქი; მისი ინიციატივით შეიქმნა მუდმივი საკონტროლო კომისია, რომელიც მრეწველებსა და უცხოეთის ფირმის წარმომადგენლებს საგრძნობლად უზღუდავდა მუშაობის წონაში მოტყუების შესაძლებლობა; 1911-1914წწ. ჭიათურაში უკვე არსებობდა ჭიათურის საქალაქო სასწავლებელი, ჭიათურის ვაჟთა უმაღლესი სასწავლებელი, ქალთა დაწყებითი სასწავლებელი, სამთო ტექნიკის განყოფილება და სხვა. მან მთელი თავისი ნიჭი, გონება და ნებისყოფა მშობელი ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლას შესწირა. წყარო: მწვანეყვავილას პანთეონი: mwvanekvavila.blogspot.com; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.210 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |