The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური მალაშხია

იური მალაშხია
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 2000  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ნაკიფუ, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს.

1951–1953წწ. იყო გაგრის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954–1957წწ. საბჭოთა არმიის საჰაერო ძალების, ავიაპოლკის ლაზარეთის ექიმი; 1958–1962წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ორდინატორ–ნევროლოგი, 1986 წლიდან კათედრის პროფესორი და კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის განყოფილების უფროსი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიისა და ნეირო–იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ეკუთვნის ორი გამოგონება, ერთი მეცნიერული აღმოჩენა: "თავ–ზურგ–ტვინის სითხის თვისება, განახორციელოს იმუნოლოგიური ზედამხედველობა ტვინის სუბარაქნოიდალურ სივრცეში". თანაავტორია "კლინიკური ნევროლოგიის განმარტებითი ლექსიკონისა" (1969). გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები რუსულ ენაზე: "ტვინის იმუნური ბარიერი" (მოსკოვი, 1986), "ადამიანის თავ-ზურგ-ტვინის სითხის იმუნოკომპეტენტური უჯრედები ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადებების დროს" (თბილისი, 1990). არის ორი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. მინიჭებული აქვს გრანტები: 1992 წელს იაპონიაში "სამეცნიერო ნაშრომისათვის"(1992), აშშ–ში (1994), სოროსის "ტრეველ" გრანტი (1995). 1976 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, კანადა, ჰოლანდია, იტალია და სხვ.) გამართულ სამეცნიერო კონგრესთა მუშაობაში. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიენცეფალურ-ვეგეტატიურ მოშლილობათა კლინიკის და მკურნალობის საკითხისათვის ქრონიკული ტონზილიტების დროს", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "T და B ლიმფოციტების დახასიათება ზურგის ტვინის სითხეში და  პერიფერიულ სისხლში ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადების დროს", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.180; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.281

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ნევროლოგიის აკადემია, წევრი (1993-)
  • ნეირო–იმუნოლოგიის საზოგადოება , წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დარგში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

გააზიარე: