The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ შარაბიძე

იოსებ შარაბიძე
Date of birth:1840
Date of death:July, 1898  (at 58 years)
Burial location:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
Category:Educator, Religious leader

Biography

სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1861 წელს, სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დაეწაფა ქართულ და საეკლესიო გალობას, რამაც შეუწყო ხელი ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის, ძლიერი ხმის გამომუშავებაში. სემინარიის დამთავრებისთანავე მარტვილის სასულიერო სასწავლებელში გაგზავნეს საეკლესიო გალობის მასწავლებლად; 1877 წელს ქუთაისში გადმოიყვანეს საკათედრო ტაძრის მთავარ დიაკვნად; იმავე წელს დაინიშნა სასულიერო სასწავლებლის სლავური საეკლესიო გალობის მასწავლებლად. მთელ დროს მუსიკისა და სიმღერის შესწავლას ახმარდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლოტბარებთან და ხალხური სიმღერების მცოდნეებთან. მალე ფისგარმონია შეიძინა, რაც იშვიათი იყო მაშინდელი ქართული ოჯახისათვის. 1890 წლიდან თავს ანებებს სასულიერო სახწავლებელს და მხოლოდ არქიდიაკონის მოვალეობას ასრულებს საკათედრო ტაძარში. 1890 წელს გამოიცა მისი წიგნი "ქართული სახელმძღვანელო ნოტებისა, ანუ ნოტების პირველი დაწყებითი ანბანი“, რომლის შედგენაზეც იგი წლების მანძლზე მუშაობდა.

წყარო: http://mwvanekvavila.blogspot.com/

Bibliography


Share: