The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე მანჯგალაძე

დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1973 წელს.

1966–1967წწ. იყო ქალაქის ინფექციური საავადმყოფოს სანიტარი; 1973–1975წწ. ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1975 წლიდან ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ორდინატორი.  ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სამედიცინო პარაზიტოლოგიის პრობლემებს. სამედიცინო პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი ანტიჰელმინთური პრეპარატებით მოქმედება ზოგიერთი ჰელმინთოზის მიგრაციულ ფაზაზე ქიმიაპროფილაქტიკის მიზნით", დაიცვა1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.186

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: