შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან მანჯავიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947–1960წწ. იყო წყალტუბოს პროფსაბჭოს №1 სანატორიუმის ორდინატორი, 1960–1962წწ. შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა ინსტიტუტის განყოფილების კლინიკური ორდინატორი. 1962 წლიდან მუშაობდა პროფესიულ დაავადებათა განყოფილებაში მეცნიერ–თანამშრომლად, 1994 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამსრომელი. ავტორია 96 სამეცნიერო ნაშრომისა პროფესიული პათოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც გამოქვეყნებულია კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა ვიბრაციული დაავადების დროს", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.185 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |