The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო მამამთავრიშვილი

ნინო მამამთავრიშვილი
Date of birth:30 October, 1950  (74 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა - 1977 წელს.

1973 წლიდან მუშაობს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1977–1985წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გულის უკმარისობის განყოფილებაში. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის საკითხებს, გულის კუნთის დაავადებებს, გულის უკმარისობის აქტუალურ პრობლემებს. პრაქტიკულ მუშაობას ეწევა სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის კათედრაზე. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა რევმატიული პროცესების აქტივობის შეფასებაში", დაიცვა 1979 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რედოქს-სტატუსის როლი ენდოთელური დისფუნქციის განვითარებაში გულის უკმარისობის დროს", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.182; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.348

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

Share: