შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენ მამულაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო სასწავლებელი 1889 წელს. 1898 წელს დანიშნული იქნა აზერბაიჯანის ქალაქ შემახის სკოლის მასწავლებლად, ხოლო იქიდან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს ქალაქ ნახიჩევანში. ყოველ ზაფხულს არდადეგების დროს ჩადიოდა მშობლიურ სოფელში. გურიაში ყოფნისას იგი სწავლობდა და აკვირდებოდა გურულების ყოფა-ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს, ყველაფერი ეს, შემდეგ ასახა მან თავის ნაწარმოებებში. ლალიონმა ვერ აიტანა ნახიჩევანის ჰავა და დაავადდა, ამიტომ 1897 წელს გადავიდა თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად, ხოლო 1900 წლიდან პედაგოგ ივანე გომელაურთან ერთად დააარსა კერძო სასწავლებელი, რომელიც 1903 წელს დახურეს. 1906 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვერის პირველი დაწყებითი უმაღლესი სკოლის მასწავლებლად. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი / ავტორ-შემდგენელთა ჯგუფი: თამარ ათანელიშვილი, გიორგი ასტამაძე, მიხეილ ბახტაძე [და სხვ.] ; მთ. რედაქტორი დიმიტრი შველიძე.-თბ.,2018.-გვ.255; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.274 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |