The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენ მამულაიშვილი

არსენ მამულაიშვილი
სხვა სახელი:ლალიონი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1866
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1918  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო სასწავლებელი 1889 წელს.

1898 წელს დანიშნული იქნა აზერბაიჯანის ქალაქ შემახის სკოლის მასწავლებლად, ხოლო იქიდან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს ქალაქ ნახიჩევანში. ყოველ ზაფხულს არდადეგების დროს ჩადიოდა მშობლიურ სოფელში. გურიაში ყოფნისას იგი სწავლობდა და აკვირდებოდა გურულების ყოფა-ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს, ყველაფერი ეს, შემდეგ ასახა მან თავის ნაწარმოებებში. ლალიონმა ვერ აიტანა ნახიჩევანის ჰავა და დაავადდა, ამიტომ 1897 წელს გადავიდა თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად, ხოლო 1900 წლიდან პედაგოგ ივანე გომელაურთან ერთად დააარსა კერძო სასწავლებელი, რომელიც 1903 წელს დახურეს. 1906 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვერის პირველი დაწყებითი უმაღლესი სკოლის მასწავლებლად.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი / ავტორ-შემდგენელთა ჯგუფი: თამარ ათანელიშვილი, გიორგი ასტამაძე, მიხეილ ბახტაძე [და სხვ.] ; მთ. რედაქტორი დიმიტრი შველიძე.-თბ.,2018.-გვ.255

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მესამე დასი, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • რაქვიანა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1940. - 32გვ.
  • მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N 192, 1920. - 230გვ.

გააზიარე: