შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მამუკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1986–1988წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა №2 კათედრაზე; 1988–1991წწ. ასპირანტურის კურსი კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში, 1991–1993წწ. იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, 1993–1997წწ. განყოფილების ხელმძღვანელი. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს ულტრასონოგრაფიის სასწავლო–კვლევით ცენტრს. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა კარდიოლოგიის, ფიზიოთერაპიის, ულტრასონოგრაფიის საკითხებზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის რიტმის დარღვევათა მკურნალობა ანტიარითმიული პრეპარატების პროლონგირებული ელექტროფორებით გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.182; თრომბოზისა და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი "მომავალი": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |