შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბელ მამარდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1961წწ. - სურამის, თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1961–1964წწ. - ფსიქიატრიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1964–1969წწ. - რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1969–1972წწ. - ფსიქიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1972–1979წწ. - ნარკოლოგიური, საორგანიზაციო განყოფილებების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1979–1996წწ. - რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1996 წლიდან - ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, კლინიკის მთავარი ექიმი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ეპილეფსიის, ნარკომანიის, შიზოფრენიის, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსრერტიზის საკითხებს. მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: "უჯრედთა ზოგიერთი თავდაცვითი გამოვლინებანი ეთანოლის მოქმედებით" (1986). იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კათედრის გამგე, საქართველოს სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ხელმძღვანელი. 1975–1986წწ. იყო თბილისის მთავარი ფსიქიატრი; 1982–1989წწ. რესპუბლიკის მთავარი ნარკოლოგი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1976). ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ეპილეფსიური ჭკუასუსტობის ფსიქოპათოლოგიის შესწავლისათვის", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ალკოჰოლიზმის მიმდინარეობის დიფერენცირების კლინიკური, ფსიქოლოგიური და ლაბორატორიული დეტერმინანტები", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.182; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.348; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |