The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო მარჯანიშვილი

ოფიციალური სახელი:ვლადიმერ მარჯანიშვილი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1936  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

შორეული ნაოსნობის კაპიტანი, დიდი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის ძმა. დაამთავრა ოდესის საზღვაო სასწავლებელი და პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა. 1901 წლიდან ფოთში დამკვიდრდა. სამი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა ჯერ ფოთის პორტის ზედამხედველად, შორეული ნაოსნობის კაპიტნად და მთავარ ლოცმანად. მის გარეშე დიდი წყალწვის ვერცერთი გემი ვერ შევიდოდა და ვერც გამოვიდოდა ქალაქის გემთსადგომიდან. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. 1918 წლიდან სათავეში ჩაუდგა ფოთის საბავშვო თეატრს და მას 16 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. დადგა სპექტაკლი "მხიარული თოჯინები“, ამ პიესის დადგმით საქართველოში საძირკველი ჩაეყარა პირველ საბავშვო თეატრს. 1921-1924წწ. საბავშვო თეატრმა განახორციელა ბევრი ახალი პიესის დადგმა. 1921 წელს ფოთის საბავშვო თეატრთან ასევე ჩამოაყალიბა ქართული დასი, მოიზიდა ახალგაზრდები და დასის ძალებით დაიდგა სპექტაკლები. მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქართული საბავშვო თეატრალური ხელოვნების პირველად დაარსება-დამკვიდრებაში.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/366-marjanishvili-vl


გააზიარე: