შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინგა მამუჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1988 წელს. 1991 წელს - კრწანისის რ-ნის მთავარი პედიატრი; 1991 წელს (3 თვე) – არაბეთის გაერთიანებული ემირატები – წითელი ჯვრის კლინიკა – ექიმი-პედიატრი; 1992-1995წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი და ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი-პედიატრი; 1996-2004წწ. – ამავე კათედრის ასისტენტი; 2004-2006წწ. – დოცენტი; 2004-2011წწ. – ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორი; 2004-2011წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წევრი, დიდი საბჭოს წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2011-2019წწ. – "სეუ" -ს პროფესორი და კლინიკა სეუ-ს ექიმი-პედიატრი; 2011-2015წწ. – მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი; 2015-2017წწ. – კლინიკა “Medical House”, ექიმი პედიატრი; 2017 წლიდან – “მზიურიმედი”, ექიმი- პედიატრი; 2019 წლიდან – კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალს”-ის პედიატრიული ამბულატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებისა და კონგრესების მუშაობაში; 72 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2016 წელს მიენიჭა "წლის საუკეთესო პედიატრის" წოდება. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასთმური კომპონენტით მიმდინარე ბრონქო–პულმონური პათოლოგიების კლინიკური ვარიანტების განმსაზღვრელი ფაქტორები და იმუნომოდულაციის ეფექტურობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნეიროჰუმორული და ენერგოუზრუნველყოფის სისტემების ურთიერთკავშირის სტრესინდუცირებული დარღვევები მოზარდებში", დაიცვა 2006 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.183; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.349; vipmed.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.503 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |