შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოდო მამფორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1962 წელს. 1964–1966წწ. იყო თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი; 1966–1971წწ. ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა თერაპიული განყოფილების ექიმი; 1971–1972წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1984წწ. პულმონოლოგიური განყოფილების და კლინიკური ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992 წლიდან იყო საკონსულტაციო პოლიკლინიკის ხელმძღვანელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება ფსიქოსომატურ პრობლემებს ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებში. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქული ასთმის პათოგენეზის ზოგიერთი საკითხები ბავშვებში", დაიცვა 1976 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძუძუთი კვების და სასუნთქი სისტემის დაავადებების ფსიქოსომატური ასპექტები ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.183; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.349 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |