The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო მამფორია

დოდო მამფორია
ოფიციალური სახელი:ჟალე მამფორია
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1962 წელს.

1964–1966წწ. იყო თბილისის  №5 ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი; 1966–1971წწ. ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა თერაპიული განყოფილების ექიმი; 1971–1972წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1984წწ. პულმონოლოგიური განყოფილების და კლინიკური ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის განყოფილების  უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992 წლიდან იყო საკონსულტაციო პოლიკლინიკის ხელმძღვანელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება ფსიქოსომატურ პრობლემებს ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებში. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქული ასთმის პათოგენეზის ზოგიერთი საკითხები ბავშვებში", დაიცვა 1976 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძუძუთი კვების და სასუნთქი სისტემის დაავადებების ფსიქოსომატური ასპექტები ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.183; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.349

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია "დედა–ბავშვი", წევრი
  • სამედიცინო-სოციალური აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: