The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როზა მანუშაროვა

დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1969წწ. იყო წალკის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ენდოკრინოლოგი; 1969–1972წწ. მოსკოვის ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიისა და ჰორმონთა ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1972 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სხვადასხვა ენდოკრინული ჯირკვლების მდგომარეობას, იცენკო–კუშინგის დაავადებებს, პოლიკისტოზის, ენდომეტრიოზის დროს. ეკუთვნის 3 გამოგონება, 3 მეთოდური წერილი, 2 პატენტი. კურირებდა კონტრაცეპტივების გამოყენებასა და მათი მოქმედების შორეულ შედეგებს, ხელმძღვანელობდა 3 ასპირანტს. ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგი(რეპროდუქტოლოგი), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინსულინომით დაავადებულ ავადმყოფთა კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციური მდგომარეობა ოპერაციამდე და ოპერაციის შორეული შედეგები", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "იცენკო–კუშინგის დაავადებით შეპყრობილი ქალების რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა დაავადებების აქტივობის სხვადასხვა პერიოდში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.184

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გინეკოლოგთა და ენდოკრინოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: