Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საფო მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი. ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია. ის ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმებით; გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: "კავკასიონი", "ჩვენი გზა", "ტრიბუნა", "კომუნისტი", "ხმა ქართველი ქალისა"; ჟურნალებიდან: "ლიტერატურული საქართველო“, "პროლეტარული მწერლობა“, "ლომისი“, "ქართული მწერლობა“, "მნათობი". მისი პირველი ლექსი "საქართველო", დაიბეჭდა 1908 წელს. პირველი წიგნი (პოემა "ბახმარო“) გამოვიდა 1927 წელს. "ლიანა ლორდია" იმ დროის ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა. ამ რომანმა მწერალ ქალს "სიყვარულის წიგნის ოსტატის“ და "ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის" სახელი დაუმკვიდრა. 1932 წ გამოვიდა მისი ლექსების კრებული "პრელუდია"; საფოს პოეზია ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბევრი ლექსი სატრფიალო ლირიკის ჟანრს განეკუთვნება. საფო განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალებს შორის. მისი ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. თანამედროვენი მას ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 216-217; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.633 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |