The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მიქელაძე

დავით მიქელაძე
სხვა სახელი:მეველე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1843
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1918  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში. 

1853 წელს შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1853 წელს დაამთავრა. იმავე წელს გაგზავნეს პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1867 წლამდე დარჩა. 1864 წელს ი. მელიქიშვილთან და ვ. თულაშვილთან ერთად, პეტერბურგში დააარსა სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთები, წერდა სტატიებს და ლექსებს. 1867 წელს ივ. კერესელიძის "ცისკარში" ბეჭდავს გონებამახვილურ სატირულ ლექსებს, მონაწილეობას ღებულობს "მამებისა და შვილების" ბრძოლაში, იცავს ახალი თაობის შეხედულებებს. 1870-იან წლებში უმაღლესი განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა, სადაც 1873 წლამდე დარჩა. ამ ხნის მანძილზე საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, კორესპონდენციებს უგზავნიდა "დროებას". უცხოეთში მყოფი, მოწმე და ერთგვარი მონაწილეც გახდა მსოფლიო–ისტორიული მნიშვნელობის მოვლენებისა, რომელთა ცენტრში იყო პარიზის კომუნა და მისი გამოძახილი. 1886 წლიდან თანამშრომლობდა "ივერიაში". 1899 წელს აკაკის "კრებულის" მეორე ნომერში დაიბეჭდა მისი ოთხმოქმედებიანი დრამა "ხაფანგი". 1900 წლიდან მუშაბდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. 1908 წელს თარგმნა და წიგნად გამოსცა ლევ ტოლსტოის ხუთმოქმედებიანი დრამა "მეუფება წყვდიადისა", რომელიც შემდეგ ქართულ სცენაზე დაიდგა. 1910-1916წწ. ქუათისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი იყო.

წყარო: mwvanekvavila.blogspot.com


გააზიარე: