შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მარდალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის II სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955–1956წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1956–1958წწ. იყო კურორტ შოვის №1 სანატორიუმის ორდინატორი; 1958–1961წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის ასპირანტი, 1962 წელს ლაბორანტი, 1963–1971წწ. ასისტენტი. 1971 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, სადაც გაშუქებულია გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობის საკითხები. პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა თბილისის პოლიკლინიკებსა და ზოგიერთ კურორტს. თერაპევტ–კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალტუბოს საკურორტო ფაქტორების გავლენა თირკმელების ზოგიერთ ფუნქციაზე ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.187 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |